16:02 - 26 Jul, 2026
|
2024-08-14 13:35:53, 770 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - EU უკრაინელი ხალხის ბრძოლას მხარს სრულად უჭერს
EU სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს. ბორელი რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებულია, უკან დაიხიოს. "დმიტრო კულებასთან განვიხილე ფრონტის ხაზზე ბოლო მოვლენები და კურსკის კონტრშეტევა. გავიმეორე, რომ EU სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას. პუტინმა ვერ მოახერხა მისი გაუმართლებელი შეჭრით უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვა და ახლა იძულებულია, უკან დაიხიოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე",- წერს ბორელი X-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)