13:48 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-14 13:17:11, 933 ნახვა

რეგიონი
აჭარაში უცხოელი ინფლუენსერების მოგზაურობა გრძელდება

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ამჯერად, რეგიონში ცნობილი აზერბაიჯანელი ინფლუენსერები იმყოფებიან. ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიან აჭარას სტუმრობდნენ, სადაც რეგიონის ეკოტურისტულ პროდუქტებსა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნენ.

“აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მედიატურის მონაწილეები ასიათასობით გამომწერს უზიარებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს 25-მდე მედიატურის ფარგლებში უკვე უმასპინძლა 100-მდე ჟურნალისტსა და ინფლუენსერს. შედეგად, აჭარის მრავალფეროვან საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტების  რეკლამირება 15-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში განხორციელდა.  მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი, დანია, იტალია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. რეგიონის პოპულარიზაციას უცხოელი ჟურნალისტების მეშვეობით უწყება წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics