|
2024-08-14 09:14:35, 394 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ვლადიმერ პუტინისა და მაჰმუდ აბასის შეხვედრა გაიმართა
რუსეთში პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერის, მაჰმუდ აბასის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს. მედიის ცნობით, ლიდერებმა შეხვედრაზე ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს. "ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ სამწუხაროდ, რუსეთმა დღეს უნდა გადადოს საკუთარი ინტერესები და დაიცვას საკუთარი ხალხი იარაღით ხელში. მაგრამ ის, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, რაც ხდება პალესტინაში, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი მხრიდან“,- განაცხადა პუტინმა. როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი პალესტინის "სრულფასოვანი სახელმწიფოს" შექმნას მხარს უჭერს. თავის მხრივ, აბასმა პუტინს განუცხადა, რომ გაერომ ამერიკის შეერთებული შტატების "ზეწოლის გამო რეზოლუცია არ მიიღო, რომელიც პალესტინელი ხალხის უფლებებს უზრუნველყოფდა". აბასმა რუსეთს პალესტინელი ხალხის "ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მეგობარი" უწოდა. შეგახსენებთ, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი რუსეთში 12 აგვისტოს ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)