05:12 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-13 11:52:04, 405 ნახვა

პოლიტიკა
ტერნერი - აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე

ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში -  მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ს პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც  საქართველოში ოფიციალური ვიზიტიდან ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პალატის, დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ტერნერი ავრცელებს.

ტერნერის თქმით, აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე.

“აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. მადლობელი ვარ სენატორი შაჰინის ურყევი ღრმა ერთგულებისთვის აშშ-საქართველოს ურთიერთობებისადმი, ისევე, როგორც მოწვევისთვის“,- განაცხადა მაიკ ტერნერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics