|
2024-08-12 14:21:33, 699 ნახვა
ომი უკრაინაში
Forbes - უკრაინის არმია კურსკის ოლქში სანგრებს თხრის - ეს, სავარაუდოდ, მიანიშნებს, რომ იქ დიდი ხნით დარჩენას აპირებს
უკრაინის არმია რუსეთში, კურსკის ოლქში სანგრებს თხრის. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე დიდი ხნით აპირებენ დარჩენას. "კურსკის ოლქში უკრაინელების შეტევის მეექვსე დღეს სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომ უკრაინელების ნაწილი ან ყველა ანუ ხუთი ბრიგადა, რომელთა შემადგენლობაში 2 000 ადამიანია და პლუს, სულ მცირე, ერთი ბატალიონი, რომლის შემადგენლობაში 400 ჯარისკაცია, რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენას გეგმავს“,- წერს Forbes-ი. მედია აგრეთვე აღნიშნავს, რომ სანგრებს რუსებიც ამზადებენ, რომლებიც სტატიკურ ომს პროგნოზირებენ. "ის, რომ ორივე მხარე ამაგრებს პოზიციებს, არ ნიშნავს, რომ უკრაინელებმა შეწყვიტეს შეტევა. ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ რუსებს არ შეუძლიათ კონტრშეტევა და უკრაინელების საზღვართან უკუგდება. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია და კურსკის ტერიტორიაზე უკრაინელების დიდი ხნით დარჩენა დღის წესრიგში დგას“,- წერს მედია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)