|
2024-08-09 09:51:10, 943 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
კასპის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა ომის ვეტერანებთან ერთად პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ქალაქის ცენტრში შეკრებილებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. მამა ალექსანდრემ მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. “ომს, კასპის მუნიციპალიტეტიდან 4 მებრძოლი შეეწირა: გელა თიგიშვილი, იოსებ ბეჟუაშვილი, ალბერტ ბალხამიშვილი და კახა კოშაძე. კასპის დაბომბვისას დაიღუპა რკინიგზის მეისრე მურაზ მერებაშვილი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, შოთა ბეგლარაშვილმა ყოფილ მებრძოლებთან ერთად, სოფელ ხოვლეში კახა კოშაძის, აღაიანში სოსო ბეჟუაშვილის, ბოჟამში ალბერტ ბალხამიშვილისა და სოფელ კოდისწყაროში გელა თიგიშვილის საფლავები გვირგვინებით შეამკეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)