17:37 - 26 Jul, 2026
|
2024-08-07 14:57:42, 674 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონებს ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონებს, საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ, ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, როგორც პარლამენტის ვებგვერდზე შესაბამისი კანონპროექტების ბარათებშია აღნიშნული, კანონები დღეს, 7 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერით დაბრუნდა. ამის საფუძველზე, საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გახანგრძლივდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობის 2024 წლის 9 ნოემბრამდე გახანგრძლივებას მხარი 23 ივლისს დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)