13:09 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-05 09:37:05, 389 ნახვა

მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა ლიბანიდან საელჩოს თანამშრომლების ოჯახების ევაკუაცია დაიწყო

დიდმა ბრიტანეთმა ლიბანიდან საელჩოს თანამშრომლების ოჯახების წევრების ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ საელჩო განცხადებას სოციალურ ქსელში წერს.

საელჩოს ცნობით, ბრიტანეთის მოქალაქეებმა ლიბანი უნდა დატოვონ ახლა, სანამ კომერციული მოგზაურობა ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები ლიბანში უსაფრთხოების არასტაბილური სიტუაციით. ყველა ბრიტანელმა უნდა დატოვოს ლიბანი ახლავე, ვიდრე კომერციული მარშრუტები ხელმისაწვდომია“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობაა მას შემდეგ, რაც 27 ივლისს, ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელმა თავდასხმაში ბრალი ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლას" დასდო და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა. თავად დაჯგუფებამ იერიშთან რამე კავშირი უარყო.

30 ივლისს, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რასაც "ჰეზბოლას" მეთაური ფუად შუქრი ემსხვერპლა.

შუქრის დაღუპვიდან რამდენიმე საათში, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს, რის შემდეგაც ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელზე "შურს იძიებდა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics