20:53 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-04 17:22:46, 581 ნახვა

მსოფლიო
ბერბოკი - იმედის პრინციპი პუტინისგან არ დაგვიცავს

იმედის პრინციპი ვლადიმერ პუტინისგან არ დაგვიცავს,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გერმანულ გამოცემა Bild-ში გამოქვეყნებულ კომენტარში წერს.

ბერბოკის განცხადებით, აუცილებელია გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგება, როგორც რუსეთის შემაკავებელი საშუალება.

"ის, რაც გვიცავს, არის ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ - მათთვის, ვინც მამაცურად იცავს თავის ქვეყანას. და ამით უზრუნველვყოფთ, რომ პუტინის ჯარები ჩვენთან უფრო ახლოს არ მოვიდნენ. ის, რაც ახლა გვიცავს, არის ის, რომ ჩვენ ინვესტირებას ვახორციელებთ საკუთარ უსაფრთხოებასა და ძალაში - ევროკავშირში, ნატოსა და გერმანიაში. და ეს მოიცავს გადაწყვეტილებას, რომ გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები განლაგდეს. რუსეთთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება საიმედო შემაკავებელი საშუალება, რომელიც ასევე იცავს პოლონელებს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და ფინელებს - ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც რუსეთს უშუალოდ ესაზღვრებიან",- აცხადებს ანალენა ბერბოკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics