|
2024-08-04 12:25:12, 442 ნახვა
მსოფლიო
BBC - აშშ, დიდი ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვედეთი და იორდანია მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ლიბანი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, მოქალაქეების მიმართ გაფრთხილება ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების საშიშროებას უკავშირდება. გუშინ, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ "ის, ვინც ლიბანში დარჩენას გადაწყვეტს, უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ თავის შეფარება დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს". დიდმა ბრიტანეთმა კი მოუწოდა მოქალაქეებს, ლიბანი დატოვონ მანამ, სანამ "კომერციული ფრენები ჯერ კიდევ ხორციელდება". ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამიმ არ გამორიცხა, რომ რეგიონში ვითარება "სწრაფად გაუარესდეს". შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობაა მას შემდეგ, რაც 27 ივლისს, ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელმა თავდასხმაში ბრალი ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლას" დასდო და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა. თავად დაჯგუფებამ იერიშთან რამე კავშირი უარყო. 30 ივლისს, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რასაც "ჰეზბოლას" მეთაური ფუად შუქრი ემსხვერპლა. შუქრის დაღუპვიდან რამდენიმე საათში, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს, რის შემდეგაც ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელზე "შურს იძიებდა".
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)