|
2024-08-03 10:13:13, 381 ნახვა
მსოფლიო
აშშ ისრაელის დახმარების მიზნით ახლო აღმოსავლეთში დამატებით გამანადგურებლებს და საზღვაო ძალების ხომალდებს განათავსებს
ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის დახმარების მიზნით ახლო აღმოსავლეთში დამატებით გამანადგურებლებს და საზღვაო ძალების ხომალდებს განათავსებს, რადგან ვაშინგტონი თავდაცვის გაძლიერებას ცდილობს ირანისა და მისი მოკავშირეების - “ჰამასის“ და “ჰეზბოლას“ მუქარის შემდეგ. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, საბრინა სინგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, როგორც ამას Reuters-ი იტყობინება. სინგის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გაიმეორა მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და მინისტრს დამატებითი ზომების შესახებ აცნობა. “აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ესაუბრა ისრაელის თავდაცვის მინისტრ გალანტს, ირანისა და მისი პარტნიორ-მარიონეტების მხრიდან დესტაბილიზაციის საფრთხის შესახებ. მდივანმა ოსტინმა გაიმეორა მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და აცნობა მინისტრს, დამატებითი ზომების შესახებ, რომელიც თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მიმდინარე და სამომავლო ცვლილებებს მოიცავს, რომლებსაც დეპარტამენტი ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად მიიღებს“, - განაცახდა პენტაგონის პრესმდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)