|
2024-08-02 14:14:10, 310 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი სამხედრო კაპელანებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების კაპელანთა კორპუსთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობთ, ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარისთვის კაპელანების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და სამხედრო მოძღვრებს კაპელანის ინსტიტუტის გაძლიერებაში თანადგომა აღუთქვა. “ მინისტრმა მზაობა გამოხატა, ხელი შეუწყოს სამხედრო ქვედანაყოფებში ტაძრებისა და სამლოცველოების აღმშენებლობას. თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავით ლონდარიძემ ირაკლი ჩიქოვანს კაპელანთა ინსტიტუტის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და კაპელანთა კორპუსის სახელით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სიმბოლური საჩუქარი - სახარება გადასცა. თავდაცვის უწყების ფინანსური დახმარებითა და მხარდაჭერით თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში აშენებულია და მოქმედებს 19 ტაძარი, ხოლო მშენებლობის პროცესშია 5 ეკლესია”, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)