|
2024-08-02 09:40:41, 419 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვის გამო, თურქეთში 2 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
"ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვის გამო, თურქეთში 2 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელში დაწერა. ერდოღანი წერს, რომ პალესტინელ ხალხს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს. "იმისთვის, რათა ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა პალესტინური საქმის მიმართ და სოლიდარობა ჩვენი პალესტინელი ძმებისადმი, 2 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა "ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს გარდაცვალების გამო“,- დაწერა ერდოღანმა. ერდოღანმა სამძიმარი გამოუცხადა პალესტინელ ხალხს. "გულმოწყალებით ვიხსენებ ისმაილ ჰანიეს და ყველა პალესტინელ მოწამეს და ვუსამძიმრებ პალესტინელ ხალხს ჩემი და ჩემი ერის სახელით”, - წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი. ცნობისთვის, 31 ივლისს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) და "ჰამასმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ჰანიე ბოლოს საჯაროდ 30 ივლისს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაზე ნახეს. ის ახალ პრეზიდენტს და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვდა. ისმაილ ჰანიე "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერორისტად გამოაცხადა. ჰანიე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)