12:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 19:24:54, 871 ნახვა

პოლიტიკა
აშშ საქართველოს 95 მილიონ დოლარზე მეტის დახმარებას უჩერებს

აშშ საქართველოს მთავრობას უჩერებს 95 მლნ დოლარის დახმარებას, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და სიცრუის შემცველი განცხადებების გამო, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს. -  ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

"23 მაისს, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, გამოვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს ხელისუფლება.

საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და სიცრუის შემცველი განცხადებები ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებთან შეუთავსებელია. სანამ ჩვენ მისივე ნაბიჯების გამო ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისადმი დახმარებას, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს იმ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოსთან პარტნიორობის 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეერთებული შტატების ხალხმა გამოყო 6,2 მილიარდ დოლარზე მეტის დახმარება, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში.

"ჩვენმა მხარდაჭერამ წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და წვრთნაში, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებაში, მასწავლებლების, საჯარო მოსამსახურეებისა და სამედიცინო პროფესიონალების გადამზადებაში. ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული”, - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics