|
2024-07-31 15:59:15, 339 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტი დასრულდა
"საზაფხულო ბაღების პროექტი დასრულდა, რომლითაც თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წელი დაიხურა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა, ბაღების ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. "15 500 ბავშვი გავაცილეთ სკოლებში და მინდა, მათ საუკეთესო მომავალი და წარმატებები ვუსურვო. მნიშვნელოვანი იყო ეს წელი თბილისის ბაღებისთვის, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით. ბევრი ახალი პროექტი განხორციელდა - გასული სექტემბრიდან თბილისს შეემატა ხუთი საბავშვო ბაღი. ამჟამად მიმდინარეობს ბოლო სამზადისი სამი ახალი საბავშვო ბაღის გახსნისთვის. ასევე, ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში, ვაზისუბნის დასახლებაში ვგეგმავთ N124 საბავშვო ბაღის გახსნას, რომელიც 300-მდე ბავშვს მიიღებს“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროექტი ერთი და იგივე, ევროპული სტანდარტით ხორციელდება. "გარდა ამისა, ვახორციელებთ ძველი ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იმისთვის, რომ მდგომარეობა ყველგან მოწესრიგდეს, იყოს ერთნაირი სტანდარტი. ყველამ იცის, რა მიდგომებია საბავშვო ბაღებთან მიმართებით, როგორ შენდება და როგორი სტანდარტი გვაქვს. გვინდა, ყველა საბავშვო ბაღი ყველგან აკმაყოფილებდეს ევროპულ სტანდარტებს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყველაფერი კეთდება, რომ ბავშვები აღზრდისა და განვითარების მიმართულებით ნორმალურ პირობებში იყვნენ. მომავალშიც გავაგრძელებთ არსებული ბაღების რეაბილიტაციას და მშენებლობას, თუ ამის საჭიროება იქნება და“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)