22:14 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 13:07:16, 585 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა

ინდოეთში, კერალას შტატში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 187 პირი დაკარგულად ითვლება.

ინდოეთის არმიის ინფორმაციით, სამხედროებმა 1 000 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ძლიერი წვიმით გამოწვეულმა მეწყერმა რეგიონის მთავარი ხიდი წაიღო, რაც სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ართულებს. ხიდი სტიქიის ზონას უახლოეს ქალაქთან აკავშირებდა. სამხედროებს დროებითი ხიდის მშენებლობა დაწყებული აქვთ.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ან დანგრეულია 350-მდე საცხოვრებელი სახლი.

ცნობისთვის, კერალას შტატში ეს იყო ყველაზე მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა 2018 წლის სასიკვდილო წყალდიდობის შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics