14:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 08:51:50, 414 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაჯგუფება “ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს. 

ამას შესახებ The Times Of Israel-ი იტყობინება.

როგორც მედია წერს, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ შუქრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰაჯ მოჰსინი, “ჰეზბოლას“ ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური იყო, რომელსაც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას უფროს სამხედრო მრჩევლად და “მარჯვენა ხელად“ იცნობდნენ.

შეგახსენებთ, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი გუშინ, 30 ივლისს დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით,  ფუად შუქრი გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმას ხელმძღვანელობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics