|
2024-07-30 11:54:55, 547 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავა, მათ შორის 16 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დაკავებულთა შორის 16 ნარკორეალიზატორია. „დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1980 წელს დაბადებული მ.გ., 2005 წელს დაბადებული გ.ბ., 2002 წელს დაბადებული ს.ტ., 1996 წელს დაბადებული გ.კ., 2004 წელს დაბადებული ბ.ს., 2005 წელს დაბადებული გ.ო. და წარსულში ნასამართლევი პირები: 2001 წელს დაბადებული მ.გ., 2003 წელს დაბადებული ა.ს. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული ე.ტ., 1998 წელს დაბადებული დ.მ., 1997 წელს დაბადებული ა.პ., 1998 წელს დაბადებული კ.მ., 1995 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ი.კ., 1998 წელს დაბადებული მ.მ. და 2005 წელს დაბადებული ო.ა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1987 წელს დაბადებული ჩ.ი., 1981 წელს დაბადებული ვ.ო., 2002 წელს დაბადებული თ.მ., 1985 წელს დაბადებული ი.კ., 1979 წელს დაბადებული ლ.შ., 1999 წელს დაბადებული ლ.ა., 1958 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული პ.ჩ. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული კ.მ., წარსულში ნასამართლევი 1994 წელს დაბადებული ღ.ა., 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1992 წელს დაბადებული ა.დ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“ „ალფა პვპ“, „მეტადონი“, „მდმა“, „მეფედრონი“, „ლიზერგიდი“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „სუბოტექსი“, „ექსტაზი“, „მეტამფეტამინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტრო სასწორები ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)