17:37 - 26 Jul, 2026
|
2024-07-29 16:20:12, 765 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა - სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი დაბომბეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა Telegram-ზე დაწერა. ფილაშკინის განცხადებით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. "რუსებმა დღეს დილით ისევ დაარტყეს ქალაქს. ყველა დაშავებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა”,- წერს ფილაშკინი. მისივე ინფორმაციით, ერთი ადამიანი გროდოვკაშიც დაიღუპა. გუბერნატორის თქმით, ზარალის ოდენობაზე ინფორმაცია ზუსტდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)