|
2024-07-28 14:31:39, 314 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩემ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ასახულია დეკლარაციაში, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია
ყველა ხარჯი, რაც არის დაკავშირებული საათებთან, ავტომობილებთან თუ ზოგადად, ძვირადღირებულ ნივთებთან, ნაჩვენებია დეკლარაციაში და ჩემს პირად გადასახადებში, - ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე "TV პირველის" შეკითხვას, რომელიც მის დეკლარაციაში ძვირადღირებული საათების ასახვას ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კალაძის თქმით, ბოლო წლებში ორჯერ შემოწმდა მისი დეკლარაციები და შესაბამისი უწყების მხრიდან კითხვები არ გაჩენილა, რადგან დოკუმენტაციაში ყველაფერი ასახულია. "თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია, გაჯერებული სიცრუით. იცით, რომ მე, როგორც პოლიტიკოსს, მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ცდილობთ, როგორმე მოატყუოთ ხალხი, შეცდომაში შეიყვანოთ. სხვათა შორის, წაგებული გაქვთ სასამართლო პროცესი ყველა ინსტანციაში და აუცილებლად მოგიწევთ რეაგირება ამ ყველაფერზე. რაც შეეხება ჩემს ხარჯებს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩემ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ასახულია დეკლარაციაში, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია. იმასაც გეტყვით, რომ ბოლო წლებში ორჯერ შემოწმდა ჩემი დეკლარაციები და არანაირი კითხვა არ არსებობდა, იმიტომ, რომ ყველაფერი არის ასახული. ყველა ხარჯი, ყველა ტრანზაქცია, ყველა საბანკო ანგარიში ნაჩვენებია ანტიკორუფციულ ბიუროში და ნაჩვენებია გასავალში, რაც მითითებულია დეკლარაციაში", - განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)