|
2024-07-25 17:25:59, 303 ნახვა
საზოგადოება
იზაბელ მესტრესი - მიღწეული პროგრესი ქმნის მომავალს, სადაც ყველა ონკოლოგიური პაციენტი უმაღლესი სტანდარტის მკურნალობას მიიღებს
დღეს მიღწეული პროგრესი ქმნის მომავალს, სადაც ყველა ონკოლოგიური პაციენტი მიიღებს უმაღლესი სტანდარტის მკურნალობას, გეოგრაფიული ბარიერების მიუხედავად, - ასე გამოეხმაურა City Cancer Challenge-ის (C/Can) აღმასრულებელი დირექტორი იზაბელ მესტრესი, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება. იზაბელ მესტრესი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და City Cancer Challenge-ის პარტნიორობით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. „მოხარული ვარ, გაცნობოთ C/Can-ის ძალისხმევით განხორციელებული მთავარი მიღწევის შესახებ საქართველოში. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პარტნიორობის შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება ონკოლოგიური მედიკამენტების უსაფრთხო შენახვა, მომზადება და პაციენტამდე მიტანა. რას ნიშნავს ეს პაციენტებისთვის? საქართველოში, ონკოლოგიური პაციენტები მიიღებენ თავიანთ მედიკამენტებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში და აღარ ექნებათ პრეპარატების შეძენასა და აფთიაქებიდან გადატანის საჭიროება. ეს საშუალებას მისცემს პაციენტებს, მიიღონ გაუმჯობესებული სერვისები და ფოკუსირდნენ საკუთარ გამოჯანმრთელებაზე“, - წერს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სოციალურ ქსელში. City Cancer Challenge შვეიცარიაში დაფუძნებული ფონდია, რომელიც მხარს უჭერს ქალაქებს, მთელს მსოფლიოში, ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ხარისხიან მკურნალობაზე წვდომის გასაუმჯობესებლად. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)