|
2024-07-25 15:24:33, 338 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ოსიაურის სამხედრო ბაზაზე წმინდა კეთილმსახურის, მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის კურთხევას დაესწრო
ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე წმინდა კეთილმსახურის, მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ეკლესია ყოვლადუსამღვდელოესმა სურამის და ხაშურის ეპისკოპოსმა, სვიმეონმა თავდაცვის ძალების კაპელანებთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა. "ტაძრის სამხედრო მოძღვარმა, მამა ალექსანდრე სტეფნაძემ წირვა აღავლინა. ახალი ტაძრის კურთხევას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ასევე თავდაცვის ძალებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. კურთხევის შემდეგ მეუფე სვიმეონმა თავდაცვის მინისტრს ტაძრის მშენებლობაში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და წმინდა კეთილმსახურის მეფე დავით აღმაშენებლის ხატი გადასცა. მოგვიანებით, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ოსიაურის ლოჯისტიკის ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ქვედანაყოფის შესაძლებლობებს გაეცნო. წმინდა კეთილმსახურის მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკის არქიტექტურული სტილის ნაგებობაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და შემოწირულობებით აშენდა. ქვედანაყოფში აქამდე ეკლესია არ არსებობდა და სამხედრო მოსამსახურეები ყაზარმაში მოწყობილ სამლოცველო სახლით სარგებლობდნენ. ტაძარი დღეიდან მოქმედია და ადგილობრივი მრევლისთვის წირვა-ლოცვა მუდმივ რეჟიმში აღევლინება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)