19:18 - 26 Jul, 2026
|
2024-07-24 14:15:13, 834 ნახვა
ომი უკრაინაში
სირსკი - უკრაინას ყირიმის დაბრუნების რეალისტური გეგმა აქვს
უკრაინას ყირიმის დაბრუნების რეალისტური გეგმა აქვს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. როგორც სირსკი აღნიშნავს, უკრაინა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 1991 წლის მდგომარეობით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიაღწიოს. „ეს რეალისტურია. რა თქმა უნდა, ეს არის სამხედრო საიდუმლო. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ მივაღწიოთ 1991 წლის მდგომარეობით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რომ გავათავისუფლოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტანჯებიან“,- განაცხადა სირსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)