00:58 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 13:06:10, 456 ნახვა

მსოფლიო
ნეპალში ავიაკატასტროფას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიიის ცნობით, მცირე ზომის თვითმფრინავი კატმანდუს აეროპორტიდან აფრენისას ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა.

თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 2 წევრი და 17 ტექნიკური სპეციალისტი იმყოფებოდა, რომლებიც ქალაქ პოკჰარაში სხვა თვითმფრინავის შესაკეთებლად მიემგზავრებოდნენ.

 ავიაკატასტროფას მხოლოდ ლაინერის კაპიტანი გადაურჩა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თვითმფრინავი Bombardier-ი ადგილობრივ ავიაკომპანიას, Saurya Airlines-ს ეკუთვნოდა.

მომხდარი კატასტროფის გამო, აეროპორტი დროებით დაიხურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics