|
2016-02-17 16:23:30, 555 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
კრწანისის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი დაესწრო სოფელ ფონიჭალაში, რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოებს. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში კრწანისის რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა აღნიშნა, სოფელ ფონიჭალაში 3400 კვადრატული მეტრის ასფალტის საფარი დაიგება. „კრწანისის გამგეობამ აქტიურად დაიწყო საგზაო სამუშაოების წარმოება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქვემო ფონიჭალაში, სადაც იგება 3400 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი. სოფელ ფონიჭალაში იეთიმგურჯის შესახვევში 700 კვადრატული მეტრი და ამავდროულად 2000-ზე მეტი კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი იგება თბილისში, ბერძნის ქუჩაზე. სამუშაოები რა საკვირველია გაგრძელდება, ვინაიდან ამაში ამინდებიც გვიწყობს ხელს. კონკრეტულად ფონიჭალაში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ყველა ქუჩა იყოს მოასფალტებული ამ წელს. წლის განმავლობაში ჩვენ გვინდა, რომ ყველა ქუჩაში დავაგოთ გზა და საერთოდ, რაიონში ყველა პრობლემა რაც არის დაკავშირებული გზებთან და ქუჩებთან მოვაგვაროთ უმოკლეს ვადაში“,-განაცხადა გიორგი კოპალეიშვილმა. ამასთან, თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა სოფელ ფონიჭალაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა. ნაცვლიშვილის თქმით, სოფელ ფონიჭალაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაგრძელდება. „სოფელ ფონიჭალაში 3400 კვადრატულ მეტრზე იგება ასფალტი, 700 კვადრატული იეთიმგურჯის ქუჩაზე, ხოლო 2400 კვადრატული იგება რუსთაველის ქუჩის პარალელურ ქუჩაზე. რაც შეეხება სამომავლო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მაგალითად, გოგებაშვილის ქუჩაზე არის კედელი ჩავარდნილი და კედლის არდგენას ვგეგმავთ. იმიტომ რომ ეს საშუალებას მოგვცემს იქ ასფალტი დავაგოთ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფოუერთან“ თანამშრომლობით უნდა ვცადოთ სოფელში კანალიზაციის გაყვანა, ეს პრობლემა დგას და ამას აუცილებლად მოვაგვარებთ“,-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)