19:18 - 26 Jul, 2026
|
2024-07-24 09:45:16, 738 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსულმა ძალებმა ხარკოვს დაარტყეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - არიან დაშავებულებიც
რუსეთმა, 24 ივლისის ღამით, ხარკოვი და მიმდებარე ტერიტორიები S-300-ის ტიპის რაკეტებით დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, თავდაპირველი დარტყმა მიმართული იყო ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში არსებულ ინდუსტრიულ ზონაზე. მეორე დარტყმა საცხოვრებელ ზონას შეეხო, რის შედეგადაც ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. “დაახლოებით, დილის 7 საათზე, უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად მალოდანილივსკის თემზე ორი მამაკაცი დაშავდა, რომელიც ხარკოვიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით, 15 კილომეტრში მდებარეობს“,- განაცხადა ადგილობრივმა გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)