|
2024-07-23 15:16:38, 883 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერის ახალგაზრდულმა მრჩეველთა საბჭომ პირველი სხდომა გამართა
შუახევის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა და პირველი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სხდომას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილეები რუსუდან შავაძე და გურამ ზოიძე ესწრებოდნენ. "ისაუბრეს, ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ომარ ტაკიძემ, საბჭოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების როლის მნიშვნელობასა და მათი ჩართულობის გაზრდაზე ადგილობრივი თვითმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შუახევის მერის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია, ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)