|
2024-07-23 13:29:34, 625 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის მონაწილეობა აუცილებელია, თუმცა არა - პუტინის პირობებით
უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუმცა არა – რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირობებით,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილია, განაგრძოს სამშვიდობო წინსვლა. "დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ზელენსკის სურვილია, განაგრძოს წინსვლა სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და გამართოს კიდევ ერთი კონფერენცია, სადაც რუსეთის დასწრება, რა თქმა უნდა, რეალურია. შემდეგი ნაბიჯები საჭიროებს რუსეთის ჩართულობას. ნახეთ, რა თქვა პუტინმა პრემიერ-მინისტრ ორბანის მოსკოვში ვიზიტის დროს. ეს პუტინის წინაპირობებია. უნდა გვქონდეს დიპლომატიური გზით მშვიდობის მიღწევის იმედი, თუმცა არა – პუტინის პირობებით“, – განაცხადა ბორელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)