|
2024-07-23 11:40:14, 330 ნახვა
საზოგადოება
სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ - ბაზისბანკი, ფესტივალის ოფიციალური სპონსორი
ბაზისბანკის ოფიციალური სპონსორობით, 15-21 ივლისს, მესტიაში, სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა. სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც 2021 წელს რეჟისორებმა მარიამ ხაჭვანმა და თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააფუძნეს. სვანეთის კინოფესტივალი მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდა და მესტიამ წელსაც უმასპინძლა კინემატოგრაფებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალის საპატიო სტუმრებს შორის იყო კანის პალმის რტოს მფლობელი და ოსკარის ნომინანტი, შვედი რეჟისორი, რუბენ ოსტლუნდი, რომელსაც ფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცა. კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმები, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი პროექტების პრეზენტაციის საკონკურსო პროგრამა. კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, ქალღმერთი დალის პრიზი ორ კატეგორიაში გამარჯვებულებს გადაეცათ: - საუკეთესო ფილმი - "აქ არ არის შორს", რეჟისორი თემურ ჩოფლიანი (საქართველო) - საუკეთესო რეჟისორი კიმ ტორესი გახდა ფილმისთვის "მთვარე დაგვიცავს" (კოსტა რიკა) ფესტივალის ჯილდო - საუკეთესო პროექტი, რეჩელ ჰანანაშვილის Reedem Me გადაეცა. საუკეთესი ქართული პროექტის ჯილდოს მფლობელი კი თეა ვაწაძის “გრავიტაცია“ გახდა. სპეციალური აღნიშვნა რეჟისორ მარიამ ქარქაშაძის ,“აბასთუმანმა“ დაიმსახურა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)