04:50 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 11:36:49, 388 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა

ბაზისბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა 16 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება.

ბაზისბანკი, წლების განმავლობაში, უზრუნველყოფს ილიაუნის მაგისტრების განათლების დაფინანსებას და ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას ბანკში, სტუდენტების პერსონალური კომპიუტერებით უზრუნველყოფას. ბანკს წვლილი შეაქვს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვაში. 2014 წლიდან, ბაზისბანკი პასკალის პრემიით აჯილდოვებს ახალგაზრდა მეცნიერებს. 

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ყოველწლიურად იმართება ილიაუნის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიები. 2024 წლის ღონისძიება, უნივერსიტეტის E კორპუსის ღია სივრცეში გაიმართა. კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და სიტყვით მიმართეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ, კანცლერმა ქეთევან დარახველიძემ და დეკანებმა, ასევე საბაკალავრო პროგრამის რამდენიმე კურსდამთავრებულმა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, სიმბოლურად, ქუდების ცაში ასროლით და კონცერტით დასრულდა.

„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ახალი თაობისა და განათლების სფეროს მუდმივი მხარდამჭერია. განათლების მხარდამჭერი პრიორიტეტული პროექტების ფარგლებში, წლების განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგული პარტნიორი ვართ, რაც გამოიხატება ყოველწლიურად განხორციელებულ ერთობლივ პროექტებში და მომავალშიც არაერთხელ ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით“, - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics