09:59 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-20 16:09:20, 373 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე დალაქიშვილი - რუსთავის ავტობანის საკითხი მუდმივი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო

ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ რუსთავი იყოს ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ქალაქი ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსთავისა და თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის საკითხი, მუდმივი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო, თუმცა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტიური ჩართულობით, პროექტი განახლდა და მის ცვლილებაზე ტენდერიც გამოცხადდა.

"რაც შეეხება ავტობანის გაგრძელების და დასრულების საკითხს, მუდმივი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო აღნიშნული საკითხი. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩართულობით, ფაქტი სახეზეა ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტიური მუშაობით, პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, პროექტის ცვლილებაზე გამოცხადდა ტენდერი - ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და მეორე ეტაპი უკვე შემოდგომისთვის დაიწყება ყველანაირი გათვლებით, გამოცხადდება ტენდერი უკვე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით", - განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics