|
2024-07-18 11:28:24, 311 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური სამეგრელოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან - იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, სამეგრელოში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე, თანამშრომლების სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები, სასადილო, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. „ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმყოფებოდა, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და გაესაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მათგან ადგილზე არსებული მდგომარეობის, ასევე, საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)