|
2024-07-17 14:43:02, 717 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანია „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს აღდგენისთვის 10 მილიონ ევროს გამოყოფს
გერმანია „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა, სვენია შულცმა Rheinische Post-თან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის თქმით, გამოყოფილით თანხა საავადმყოფოს სამუშაო მდგომარეობაში დაბრუნებას მოხმარდება - კერძოდ, საუბარია შენობის ფასადების, სამკურნალო ოთახების შეკეთებასა და მოვლა-პატრონობაზე, ასევე ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდებაზე. „არ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უკრაინაში კიბოს მქონე ბავშვების სამკურნალო ადგილი აღარ არსებობს. ჩვენ შევთავაზეთ უკრაინის მთავრობას საავადმყოფოს რეკონსტრუქციაში დახმარება, რათა ბავშვებმა კვლავ სწრაფად მიიღონ საჭირო მკურნალობა“, - თქვა სვენია შულცმა. შეგახსენებთ, კიევში ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდიტზე" თავდასხმა რუსეთმა 8 ივლისს განახორციელა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)