07:06 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-17 14:23:51, 323 ნახვა

საზოგადოება
კახეთის მოსახლეობას სამთაწყაროს მექანიკური მორწყვის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება

კახეთის მოსახლეობას სამთაწყაროს მექანიკური მორწყვის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა  ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „საქართველოს მელიორაციის’’ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად გაეცნო.

"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში,  სარწყავ სისტემაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ სამთაწყაროს, დამატებით,  500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვა გახდა შესაძლებელი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათთვის ვენახების მორწყვა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან წყლის მიყვანა თავად უწევდათ. დღეს კი, წყლის დანაკარგის გარეშე რამდენიმე ფერმერი ერთდროულად რწყავს ვენახს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 11 გამანაწილებელზე, ლითონის მილით, 24,5 კმ დახურული სარწყავი ქსელი, წყალგამშვებები, წყალაღების წერტილები და ჰიდრანტები  ჭებით მოეწყო.      

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა   4.5 მლნ  ლარი.

სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics