|
2024-07-17 11:59:24, 273 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - კიდევ ერთი ავარიული კორპუსი ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში ჩანაცვლდება
ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი კორპუსი სამგორის რაიონში ჩანაცვლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი, რომელშიც დეველოპერულ კომპანიებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. „კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, მე-10 კვარტალში. ესაა მეცხრე კორპუსი. ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა შესყიდვის ელექტრონული პროცედურა. დაინტერესებულ სამშენებლო თუ დეველოპერულ კომპანიებს შეუძლიათ, მიიღონ ტენდერში მონაწილეობა. აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები 44 ოჯახი დროებით ქირით გვყავს გაყვანილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისინი სრულიად გარემონტებულ, მოწესრიგებულ საცხოვრებელ ფართებში დაბრუნდებიან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ სხდომაზე წარმოადგინა არსებული ავარიული შენობის ამსახველი ფოტომასალა. „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერაა, რომ რაც შეიძლება მეტი ძველი კორპუსი იქნეს ჩანაცვლებული ახალი, თანამედროვე კორპუსებით. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები ითხოვენ იმაზე მეტ ფართს, ვიდრე აქვთ. ეს ხელს უშლის პროგრამის განხორციელებას, პროექტების ბოლომდე მიყვანას. ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახებს იმაზე მეტი ფართი მივცეთ, ვიდრე აქვთ. მზად ვართ, იგივე ფართები, გადავცეთ სრულიად ახალ შენობაში. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, როდესაც მსჯელობა გვექნება ამ მიმართულებით, ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)