|
2024-07-17 11:45:46, 700 ნახვა
ომი უკრაინაში
მიშელი - ორბანს არ აქვს მანდატი, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, EU-ის სახელით იმოქმედოს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წერილს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ორბანს, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ევროკავშირის მანდატი არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მიშელი წერილში ასევე უარყოფს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მტკიცებას, რომ ევროკავშირი უკრაინაში "ომის მომხრე" პოლიტიკას ატარებდა. "საბჭოს როტაციული თავმჯდომარე ქვეყანა არანაირ როლს არ ასრულებს კავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო ასპარეზზე და არ მიუღია მანდატი, რომ იმოქმედოს კავშირის სახელით... ეს სრულიად საპირისპიროა. რუსეთი არის აგრესორი და უკრაინა არის მსხვერპლი, რომელიც იყენებს თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას",- ნათქვამია მიშელის წერილში. შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას შემდეგ, რაც უკრაინის, რუსეთის, ჩინეთის ლიდერებსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრები გამართა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა. წერილში ნათქვამი იყო, რომ "ამერიკის შეერთებული შტატების "რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი მზად არის, დაუყოვნებლივ იმოქმედოს, როგორც მშვიდობის შუამავალმა რუსეთ-უკრაინის ომში, თუ მას ნოემბერში აირჩევენ". ორბანმა ევროკავშირის ლიდერებს "რუსეთთან დიპლომატიური კომუნიკაციის პირდაპირი ხაზების ხელახლა გახსნა", კიევთან მაღალი დონის კონტაქტების შენარჩუნება და "მომავალი სამშვიდობო კონფერენციის მოდალობაზე" ჩინეთთან მოლაპარაკებების წარმოებაც შესთავაზა.
პაპუაშვილი - ჩვენ გვყავს საქართველოს განვითარების მტრები ევროპაში
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის უდიდეს ნავთობტერმინალს და ვოლგოგრადის რეგიონში ნავთობის სადგურს დაარტყა
სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შსს-მ კანონპროექტი მოამზადა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)