20:55 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-17 10:58:01, 656 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯონსონი - ეჭვი არ მეპარება, რომ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერასა და დემოკრატიის დაცვაში ძლიერი და მტკიცე იქნება

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტსა და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს შეხვდა. 

შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა ჯონსონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საუბრის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იყო.

"სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია მისი სიცოცხლის ხელყოფის სამარცხვინო მცდელობის შემდეგ. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საკითხი და ეჭვი არ მეპარება, რომ ის ძლიერი და მტკიცე იქნება ამ ქვეყნის მხარდაჭერასა და დემოკრატიის დაცვაში",- წერს ჯონსონი "ფეისბუქის" გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics