|
2024-07-15 13:40:30, 2577 ნახვა
სამხედრო
უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“ დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, წვრთნები საგანგებო მდგომარეობისა და კრიზისული სიტუაციების დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწასა და გაღრმავებას ისახავდა მიზნად. „საჩვენებელი სწავლება დივერსიული მოქმედებების აღკვეთასა და შესაბამისი მხარდამჭერი მოქმედებების განხორციელებას ითვალისწინებდა. „პარტნიორი 2024“-ში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სწავლებაში ჩართულები იყვნენ სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. უწყებათაშორისი სწავლების მხარდაჭერას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებდნენ. სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით პოლონეთის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალების, ასევე, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სწავლება ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში კრიზისულ სიტუაციებში რეალურთან მიახლოებული სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა. საჩვენებელი სწავლება სიმულაციური სცენარის მიხედვით ხანძარზე და წყალდიდობაზე რეაგირების ოპერაციებს მოიცავდა. უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“-ის დახურვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ასევე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ”, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)