11:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-15 13:18:02, 478 ნახვა

პოლიტიკა
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ხახალეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი განცხადებით, რჩება "ქართულ ოცნებაში" და პარტიულ საქმიანობას განაგრძობს.

"მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, წლების განმავლობაში ვყოფილიყავი ქუთაისის მერი და მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დაუღალავი შრომით, კეთილსინდისიერად მონაწილეობდნენ ჩვენი ქალაქის განვითარების პროცესში. 

გასულ წლებში ჩვენი გუნდი უამრავ რთულ საქმეს შეეჭიდა და ბევრი მათგანი წარმატებითაც განახორციელა, რაც ერთიანი სულისკვეთების, გუნდური მუშაობისა და საერთო საქმეში ინდივიდუალური ძალისხმევის შეტანის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. 

დღეს ვტოვებ თანამდებობას, თუმცა ვრჩები "ქართული ოცნების" გუნდში, ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ. მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან, საჯარო სამსახურში 10  წელზე მეტი ვიმუშავე სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე და ეს იყო საუკეთესო შანსი, ამ წლების განმავლობაში მეკეთებინა საქმე ჩვენი ქალაქისთვის. 

არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, პარტიული საქმიანობით დავკავდები და მუშაობას თბილისში გავაგრძელებ. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, სწორედ ამიტომ, ვეცდები საკუთარ ქვეყანას, ამჯერად სხვა ფორმით ვემსახურო. ჩემი ქვეყნის მსახურებას, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი გავაგრძელებ, რათა საქართველომ განვითარება განაგრძოს. ჩვენს ხალხს, განსაკუთრებით კი ჩემს საყვარელ ქუთაისელებს, მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ. ქუთაისი არის ჩვენი ქალაქი და ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ მისი მომავალი",- წერს ხახალეიშვილი "ფეისბუქზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics