19:38 - 01 Jul, 2026
|
2024-07-12 14:07:20, 548 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - საფრანგეთის ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში არანაირი თანხა არ შედის
არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადება "სიმართლეს არ შეესაბამება". "სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რაზე იყო საუბარი. ამიტომ, ცოტა გაუგებარი იყო... არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის, პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს",- ამბობს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა, რომ საფრანგეთმა საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)