09:42 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 18:46:28, 557 ნახვა

საზოგადოება
მეუფე საბა - მარტო ჰომოსექსუალიზმი არ არის პრობლემა - პრობლემაა ოჯახში ცოლს რომ ღალატობს ადამიანი, გამართობელი თამაშობები, მემთვრალეობა

მარტო ჰომოსექსუალიზმი არ არის პრობლემა. პრობლემაა ოჯახში ცოლს რომ ღალატობს ადამიანი, გამართობელი თამაშობები, მემთვრალეობა, ეს ყველაფერი პრობლემაა ეკლესიისთვის და მათ შორის ის თემებიც, რითიც მანიპულირება ხდება, რომ დასავლეთის დადანაშაულება მოხდეს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეკლესია ვერასდროს დათანხმდება იმას, რომ რანაირიც არ უნდა იყოს ადამიანი, რანაირი ცხოვრების არჩევანიც არ უნდა ჰქონდეს, ის ჩაქოლო, მოკლა, გაანადგურო და არ ჰქონდეს მას უფლება, რომ იცხოვროს.

"მარტო ჰომოსექსუალიზმი არ არის პრობლემა. პრობლემაა ოჯახში ცოლს რომ ღალატობს ადამიანი, გამართობელი თამაშობები, მემთვრალეობა, ეს ყველაფერი პრობლემაა ეკლესიისთვის და მათ შორის ის თემებიც, რითიც მანიპულირება ხდება, რომ დასავლეთის დადანაშაულება მოხდეს. დასავლეთი არ იყო ჩვენთან და რუსეთში ვიყავით, მაგრამ არ იყო ასეთი ხალხი?

საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალებს კაგებე იჭერდა და აგზავნიდნენ შპიონებად სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის რელიგიურ ორგანიზაციებში და იყენებდნენ იმისთვის, რომ ჰყოლოდათ"დავერბოვკებული" ადამიანები - უარესი უზნეობა იყო. უზნეობას როცა ვამბობთ ჩვენ, უზნეობა ყოველთვის იყო და დასავლეთში ყველაფერი კარგი არ არის.

ეკლესია ბევრ რაღაცას ვერ დათანხმდება ვერასდროს, მაგრამ ეკლესია ვერც იმას დათანხმდება, რანაირიც არ უნდა იყოს ადამიანი, რანაირი ცხოვრების არჩევანიც არ უნდა ჰქონდეს, ის ჩაქოლო, მოკლა, გაანადგურო და არ ჰქონდეს მას უფლება, რომ იცხოვროს", - განაცხადა ეპისკოპოსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ გაცემული ₾7 მლნ-ის პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული - აუდიტი
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics