|
2024-07-10 14:52:50, 479 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერს Simple Steps Academy-ში ციფრული მარკეტინგის კურსზე შეასწავლიან
„საქართველოს ბანკის“ ციფრული სარეკლამო პლატფორმა Ads მენეჯერი, რომელიც ბიზნესებს 1 500 000 მომხმარებელთან აკავშირებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში მოხვდა. ციფრული მარკეტინგის შემსწავლელმა ერთ-ერთმა წამყვანმა ქართულმა აკადემიამ, Simple Steps Academy-მ, Ads მენეჯერი საკუთარი კურსის სილაბუსში შეიტანა და მას ისეთ ცნობილ ციფრულ ხელსაწყოებთან ერთად ასწავლის, როგორებიცაა Google Ads, Meta Business Manager და სხვა. აღსანიშნავია, რომ Ads მენეჯერი პერსონალიზებული შეთავაზებების შექმნისა და მართვის პლატფორმაა „საქართველოს ბანკისგან“. იგი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ინფორმაცია ფასდაკლების, ქეშბექის ან სპეციალური პირობების შესახებ „საქართველოს ბანკის" მომხმარებლებს მობილბანკში, ინტერნეტბანკსა ან offers.bog.ge-ზე გაუზიაროს. მისი მეშვეობით, ბიზნესი ირჩევს მიზნობრივ აუდიტორიას მომხმარებელთა ადგილმდებარეობის, ასაკის, ინტერესების, ქცევის თუ სქესის მიხედვით, მომხმარებელი კი ორგანიზებულად, ერთ სივრცეში ათვალიერებს საკუთარ ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებებს. Ads მენეჯერი რეგიონული მასშტაბით უნიკალური პლატფორმაა და ის განსაკუთრებით ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისაა. ის კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, გაზარდონ გაყიდვები და შეიძინონ ერთგული მომხმარებლები. „მოხარული ვართ, რომ Ads მენეჯერი იქცა ისეთ საინტერესო პლატფორმად, რომლის შესახებაც საგანმანათლებლო დაწესებულება სილაბუსს ადგენს. თანამედროვე სამყაროში ბიზნესებისთვის ციფრული მარკეტინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა, შესაბამისად, სასიამოვნოა, რომ ამ სფეროს შესწავლით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ და შემდგომში პრაქტიკაში დანერგონ „საქართველოს ბანკის" მიერ შექმნილი ხელსაწყო, რომელიც მათ გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესებისთვის სასარგებლო ციფრული ეკოსისტემის განვითარებას“, - აცხადებს გიორგი ვახტანგიშვილი, „საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. Simple Steps Academy-ის ციფრული მარკეტინგის ფიზიკური კურსი 9 სექტემბერს, ხოლო ონლაინ კურსი 10 სექტემბერს დაიწყება. მას ალექსანდრე ჩომახიძე და ნიკა იორდანიშვილი გაუძღვებიან. კურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ამ ბმულს, Ads მენეჯერის შესახებ კი გაიგეთ მეტი „საქართველოს ბანკის" ვებგვერდიდან.
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ გაცემული ₾7 მლნ-ის პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული - აუდიტი
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)