15:36 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 16:27:06, 424 ნახვა

პოლიტიკა
მელია - მნიშვნელოვანი იყო, არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაკარგულიყო, ვიბრძოლებთ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის

მნიშვნელოვანია, მომავალ არჩევნებზე არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს,- ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მელიას თქმით, პარტია "ახალი", "გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა", როგორც ერთიანი საარჩევნო სუბიექტი, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძოლებენ.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, ამომრჩეველს, ოპოზიციურად განწყობილს, ჰქონოდა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო კონტექსტის გათვალისწინებით, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაკარგულიყო.

ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, მეც რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ეს ადვილი პროცესი, რომ ჩვენ, პარტია "ახალი", "გირჩი/დროა" ვქმნით ერთიან საარჩევნო სუბიექტს და ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. არა უბრალოდ ცვლილებას ცვლილებისთვის ვეძახით უკეთეს მომავალს, არამედ გვინდა, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი იყოს ჩართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესში. მათ ჰქონდეთ თანასაკუთრების განცდა ამ პროცესში, ჰქონდეთ თანამონაწილეობის განცდა და მე ვფიქრობ, ეს საარჩევნო სუბიექტი შესთავაზებს საზოგადოებას გულწრფელ არჩევანს", - აღნიშნა მელიამ.

საუბრისას მან  ყურადღება გაამახვილა საერთო გამოწვევაზეც და აღნიშნა, რომ საერთო გამოწვევა "რუსული, ოლიგარქიული რეჟიმია".

გამოსვლის დასასრულს კი, "ახალის“ თანათავმჯდომარემ პოლიტიკურ პარტიებს წარმატება უსურვა და ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა დააანონსა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics