22:22 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 15:20:36, 456 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - „ახალი“, „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე ერთად გამოვიდეთ

პოლიტიკური გაერთიანება "ახალი", "დროა", "გირჩი - მეტი თავისუფლება" ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად,- ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, შეთანხმება ვერ შედგა "ლელოსთან", თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.

"პოლიტიკური გაერთიანება "ახალი", "დროა", "გირჩი - მეტი თავისუფლება" ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს ისტორიისა და იმ უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს, გადამწყვეტი მომენტისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და გამომდინარე აქედან, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად...

მოლაპარაკებები იყო ხანგრძლივი, რთული. მანამდე წინაპირობები უძღოდა არცთუ ისე სასიამოვნო ზოგჯერ, თუმცა თანამოაზრეები ჩვენ ვიყავით ყოველთვის, მაგრამ დღეს ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ერთიანობა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი, რასაც ქართული საზოგადოება და ჩვენი წარსულიც და მომავალიც ითხოვს ჩვენგან...

"ლელო" ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის, ამიტომ, ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა არ იკეტება ამით პროცესი და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება არა მხოლოდ "ლელოსთან",- თქვა ნიკა გვარამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics