22:22 - 26 Jul, 2026
|
2024-07-08 17:24:22, 822 ნახვა
ომი უკრაინაში
ლანდსბერგისი - პუტინი, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, ნატოს სამიტს სალამს უგზავნის
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი რუსეთის ფედერაციის მიერ კიევში, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება. მინისტრი აღნიშნულთან დაკავშირებით მცირე განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. "პუტინი, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, ნატოს სამიტს სალამს უგზავნის, თითქოს რამე განმარტება იყო საჭირო იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჰქონდეს უკრაინას ახლა ყველა შესაძლო მხარდაჭერა და მომავალში უსაფრთხოების რეალური გარანტიები",- წერს ლანდსბერგისი X-ზე. ცნობისთვის, დღეს, 8 ივლისს რუსებმა კიევზე მასიური შეტევა განახორციელეს. ქალაქის რამდენიმე რაიონთან ერთად, ბავშვთა საავადმყოფო - "ოხმადტიტიც" დაიბომბა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)