12:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 17:43:24, 341 ნახვა

საზოგადოება
ქაცარავა სასამართლოზე - ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა - მიზანია ჩემზე მოახდინოს ზეწოლა, დამაშინოს და მაიძულოს ბრძოლაზე უარი ვთქვა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას სასამართლო პროცესი დასრულდა.

ქაცარავას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლს - პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

თავად ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი სასამართლო პროცესს აფასებს, როგორც "ფაბრიკაციას" და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის მიზანი მასზე ზეწოლა და დაშინებაა.

"დასრულდა დღევანდელი სასამართლო, სადაც მასამართლებენ 2 მუხლით, 166/1 და 173/1, პოლიციის დაუმორჩილებლობა, წინააღმდეგობის გაწევა, ხულიგნობა. როგორც ვვარაუდობდი და ეს ვარაუდი არაერთხელ გავაჟღერე კიდეც, მოწმეებად მოიყვანეს 2 პოლიციელი, რომლებსაც როგორც აღმოჩნდა და როგორც ვივარაუდე, სამხრე კამერები არ ჰქონდათ ჩართული და შესაბამისად, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდათ.

2-ვე პოლიციელის ჩვენება ერთმანეთს აცდენილი იყო და ურთიერთგამომრიცხავი. ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა, რომლის მიზანია ჩემზე მოახდინოს ზეწოლა, დამაშინოს და მაიძულოს უარი ვთქვა ბრძოლაზე. მალე მოვა ის დღე, როდესაც ყველა კანონ დამრღვევს მოგიწევთ კანონის წინაშე, კანონის სრული სიმკაცრით პასუხისგება. დრონი მეფობენ, დრონი", - წერს ქაცარავა "ფეისბუქზე".

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics