|
2024-07-04 15:54:25, 746 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - მოსკოვის წინადადებამ შეიძლება დაასრულოს საომარი მოქმედებები, თუ კიევი და მისი სპონსორები მის მისაღებად მზად იქნებიან
მოსკოვის წინადადებამ შეიძლება დაასრულოს საომარი მოქმედებები, თუ კიევი და მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან წინადადების მისაღებად,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. როგორც პუტინმა აღნიშნა, მზად არის, კონფლიქტის დასასრულებლად, "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრების ინიციატივები გაითვალისწინოს. მისივე თქმით, რუსეთს "არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და მის გასაგრძელებლად ისევ მზადაა". "ივნისის შუა რიცხვებში ჩვენ წარმოვადგინეთ მოგვარების კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც თუკი უკრაინული მხარე და რაც მთავარია, მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან მიიღონ, მოგვცემს საშუალებას, ფაქტობრივად, დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ საბრძოლო მოქმედებები, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და დავიწყოთ მოლაპარაკებები“,- თქვა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)