|
2024-07-04 14:23:37, 713 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - არ შეიძლება მხოლოდ საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე, აუცილებელია გეგმა
არ შეიძლება მხოლოდ საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე, აუცილებელია გეგმა,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ინიციატივას. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ ენდობა. "ჩვენ ვერ ვენდობით პუტინს, რადგან ჩვენთვის ის მკვლელი და აგრესორია. მნიშვნელოვანია, უნგრეთი აღიარებს, რომ რუსეთი აგრესორია, აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება საერთაშორისო პლატფორმაზე ქვეყნების, ლიდერების თანდასწრებით, რომლებსაც აქვთ ნდობა. მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ომის დასრულების ეტაპებზე, მაგრამ ჩვენ ყველა ერთ მხარეს უნდა ვიყოთ, უნდა ვენდოთ ერთმანეთს“,- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კიევში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სასწრაფო ზავის იდეა წარუდგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)