02:18 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-30 11:10:00, 386 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრა დაიწყო

საფრანგეთში გაიხსნა საარჩევნო უბნები ეროვნული ასამბლეის, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვადამდელი არჩევნების პირველი ტურისთვის, რომელსაც შეუძლია ისტორიული გამარჯვება მოუტანოს მემარჯვენე ნაციონალური მიტინგის პარტიას.
ქვეყნის ევროპულ ტერიტორიაზე ხმის მიცემა დილის რვა საათიდან საღამოს ექვს საათამდე გაგრძელდება. დიდ ქალაქებში, ამომრჩეველთა ნაკადიდან გამომდინარე, საარჩევნო უბნები შესაძლოა 20:00 საათამდე იყოს გახსნილი.
ამავდროულად, საფრანგეთის საზღვარგარეთის ტერიტორიებზე აზიის რეგიონში, მათ შორის ახალ კალედონიაში, ხმის მიცემა თითქმის დასრულებულია.
ორ ტურში, 30 ივნისსა და 7 ივლისს, ფრანგებს 577 დეპუტატის არჩევა მოუწევთ, რომლებიც მათ ინტერესებს წარმოადგენენ ქვეყნის პარლამენტში.
მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში პირველად ტარდება არჩევნები ასეთ მოკლე დროში. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 9 ივნისს საღამოს პარლამენტის დაშლის შესახებ გამოაცხადა, პარტიებს სამ კვირაზე ნაკლები დრო ჰქონდათ თავიანთი კანდიდატების დასასახელებლად და საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics