16:25 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 14:55:46, 417 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება: ეს რუკა კერძო მომხმარებელმა განათავსა და ორგანიზაციის პოზიციას არ გამოხატავს

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რუკაზე ე.წ. აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია შეტანილი, - ამის შესახებ ინფორმაცის და დამადასურებელ რუკას საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ეს რუკა ჯერ კიდევ 1 თვის წინ ნახეს და მსოფლიო ეკონომიკის ფორუმსაც დაუკავშირდნენ.

"ეს რუკა ჯერ კიდევ 1 თვის წინ ვნახეთ. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმსაც დავუკავშირდით. მათ განაცხადეს, რომ არც ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და არც ორგანიზაციის მიერ დაქვემდებარებულ რომელიმე ვებ გვერდზე, აღნიშნული რუკა გამოქვეყნებული არ არის. ეს რუკა დალინკა ერთ-ერთმა კერძო მომხმარებელმა ორგანიზაციის ღია ფორუმზე, თავის საკომენტარო სივრცეში. შესაბამისად მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში განაცხადეს, რომ ეს მომხმარებლის კერძო კომენტარი, ორგანიზაციის პოზიციას არანაირად არ გამოხატავს და ისინი ვერ გააკონტროლებენ, რას დადებს მომხმარებელი. შესაბამისად ეს ინფორმაცია მცადირია და ეს რუკა მათ მიერ ვებ გვერდზე არ არის განთავსებული და მხოლოდ ფორუმზეა კომენტარის სახით", - განუცხადა "ექსპრესნიუს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics